ამირან გამყრელიძე - თუ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, იძულებული ვიქნებით, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხი დავაყენოთ

უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს - არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა! - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას დადგენილი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ინფექციის გავრცელების ინტენსივობა მოიმატებს, საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში კვლავ დადგება მძლავრი შეზღუდვების დაწესების საკითხი.

„რითი შეიძლება შეკავდეს გავრცელება ?!- პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით ანუ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, მხედველობაში მაქვს, პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან და ყველას მიერ, დისტანციის დაცვა ყველგან, სადაც შევდივართ, ხშირი ჰიგიენის დაცვა, ხელების დამუშავება და დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება. არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა და რაც შეიძლება უნდა გავაინტენსიუროთ აცრები! ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში არის იმ რაოდენობით, რომ ჩვენ უფრო მასობრივად ავიცრათ. ამიტომ, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, პირველ რიგში, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც არის დღეს დაწესებული. თუ ამას გავაკეთებთ, დიდი ალბათობით, ჩვენ შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად