07.07.2025 / 08:38
ამირან გამყრელიძე - დიდი „ლოკდაუნი“ როგორმე უნდა ავიცილოთ თავიდან, რადგან ქვეყნისთვის რთული იქნება

როგორმე თავიდან უნდა ავიცილოთ დიდი „ლოკდაუნი“ , რადგან ქვეყნისთვის ძლიერი „ლოკდაუნის“ გამოცხადება

რთული იქნება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის იქ, სადაც არის ეპიდემიის კლასტერული გავრცელება, არსებობს, რეკომენდაციები წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ამასთანავე, გამყრელიძის განმარტებით, ძლიერი ლოკდაული დააზარალებს ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ეკონომიკას.

„ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვების რეკომენდაციებს ვიძლევით. სადაც არის კლასტრული ეპიდაფეთქებები, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელია. როგორმე უნდა ავიცილოთ დიდი „ლოკდაუნი“ თავიდან, იმიტომ, რომ რთული იქნება ქვეყნისთვის ძლიერი „ლოკდაუნის“ გამოცხადება, რომელიც ყველას დააზიანებს - თითოეულ მოქალაქეს, სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ეკონომიკას და ეს არ არის სასურველი. თუ ჩვენ ყველა ვიქნებით სოლიდარულები, თუ ვიქნებით თვითდისციპლინირებული, მაშინ თავიდან ავიცილებთ „ლოკდაუნს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს