ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - არავითარ პრობლემებს არ ველოდებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია ინდივიდუალური რეიტინგი, „ქართული ოცნების“ გარეშე, შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, IRI-ის კვლევა იმ პერიოდშია ჩატარებული, როდესაც გახარია „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო და ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურს.

„როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ“, - განაცხადა კობახიძემ.

წამყვანის კითხვაზე, ანუ, ფიქრობთ, რომ როდესაც გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაიზომება, გაცილებით მცირე იქნება? - კობახიძე პასუხობს: „ალბათ, ეს უნდა ვივარაუდოთ“.

„გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის რეიტინგი პერსონალურ რეიტინგს განსაზღვრავს. თუმცა დაველოდოთ მომდევნო კვლევები, ის აჩვენებს ყველაფერს. დღეს არც არის ეს საკითხი აქტუალური, რადგან გიორგი გახარია პოლიტიკურ პროცესებში დღეს არავითარი ფორმით არ არის ჩართული“, - აღნიშნა მან.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა წამყვანის კითხვას, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმების თაობაზე, თუ ვის შეუქმნის ის პრობლემებს ოპოზიციას, თუ ხელისუფლებას და აღნიშნა: „ჩვენ არავითარ პრობლემებს არ ველოდებით“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა