მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, გიორგი გახარიას პერსონალური რეიტინგის მნიშვნელოვან წილს მისი პარტიული კუთვნილება განაპირობებდა

„ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, გიორგი გახარიას პერსონალური რეიტინგის მნიშვნელოვან წილს მისი პარტიული კუთვნილება განაპირობებდა.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებით ხელისუფლებაში რაიმე დიდი ფრაგმენტაცია და ფუნდამენტური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

„ზოგადად კი, ნებისმიერი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა შეიძლება ითვალისწინებდეს იმის შესაძლებლობას, რომ ერთმა ან რამდენიმე წევრმა ან რამდენიმე ათეულმა წევრმა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიაში გადაინაცვლოს. ეს ჰიპოთეტური შესაძლებლობაა, რომელსაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავთ და ალბათ მოსალოდნელიც არის", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ არ არის საფუძველი იმის მოლოდინისა, რომ გიორგი გახარია პარტიის მიღმა შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს.

„ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის პოლიტიკიდან გადის. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიღმა უნდა ვიხილოთ ან ვეძებოთ", - დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი