ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კობა კობალაძემ, მესტიის მერს, სამსახურის გეგმები გააცნო, რომლებიც უშუალოდ, რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. თავის მხრივ, კაპიტონ ჟორჟოლიანმა, შეხვედრაზე ისაუბრა იმ შეღავათებსა და დახმარებებზე, რასაც მესტიის მუნიციპალიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, ვეტერანების მიმართ ახორციელებს. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მცხოვრები ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და მათი ერთობლივად გადაჭრის გზები დასახეს.

„ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე, მესტიის მუნიციპალიტეტსა და ჭუბერის თემში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. სამსახურის დირექტორმა, დეტალურად მოისმინა ვეტერანების საჭიროებები და მოთხოვნები. ვეტერანებმა, შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილეს 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის (რომლის ოდენობაც, დღეს, 3000 ლარს შეადგენს) გაზრდაზე. შეხვედრაზე, ასევე, ვრცლად ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში ადგილობრივი ვეტერანების დასაქმების შესაძლებლობებზე და ასევე, ომისა და თავდაცვის ძალებისათვის განსაზვრულ ჯანდაცვის სერვისებზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმიურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი საჭიროებების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი გადაჭრის გზების მოძიებას ემსახურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა