გარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გარდაბნის ექვსი სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ აცნობეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის 15 000 მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.

პროექტის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

„წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქვეყანაში წელს ინვესტიციის უპრეცენდენტო რაოდენობა ხორციელდება. ამჟამად, საქართველოში, ჯამში მიმდინარეობს დაახლოებით 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის პროექტი, თითქმის 150 ლოკაციაზე, მათ შორის გარდაბანში, რომელიც მოიცავს ექვსი სოფლის 24 საათიან წყალმომარაგებას მაღალი სტანდარტით დამუშავებული წყლით. ამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოიცავს. რაც ყველაზე იშვიათია ხოლმე, პროექტი, რომელიც 2022 წლის მეორე ნახევარში უნდა დამთავრებულიყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინსწრებით მიდის პროცესები და ალბათ, ზაფხულის ბოლოს ამ ექვსივე სოფელს სრულად მივაწვდით წყალს“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება