მთავრობის დადგენილებით, პასუხისმგებლობა მას დაეკისრება, ვინც დაქირავებულ ფართში სოციალურ ღონისძიებას ჩაატარებს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მთავრობის ­დადგენილებით, პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს, ვინც დაქირავებულ ფართში სოციალურ ღონისძიებას ჩაატარებს.

ღიბრაძის განმარტებით, დადგენილების დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, იურიდიულ პირს - 10 ათასი ლარის ოდენობით.

ამასთანავე, მისი თქმით, ფართის მფლობელი ვალდებულია გააფრთხილოს დამქირავებელი მის ფართში სოციალური ღონისძიებების აკრძალვის შესახებ და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პუნქტები უნდა შეიტანოს ხელშეკრულებაში, რომელსაც დამქირავებელთან გააფორმებს.

„მფლობელის პასუხისმგებლობა არის გაწერილი იმ დონეზე, რომ ის ვალდებულია, გააგებინოს დამქირავებელს, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება არ შეიძლება. არსებული დადგენილებით პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს, ვინც ღონისძიებას ჩაატარებს, რომელიც არ არის მოქცეული რეგულირების ფარგლებში. მას დაეკისრება აქამდე არსებული ყველა სანქცია, ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 10 ათასი ლარი. მფლობელმა დამქირავებელს უნდა აცნობოს წინასწარ, რომ აკრძალულია მსგავსი ღონისძიების ჩატარება და მის ფართში ეს ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება დაჯარიმდეს. როდესაც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი ის პუნქტები, რომელიც არის დადგენილი მთავრობის მიერ,“- განაცხადა ღიბრაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებაში ასახული ცვლილებების შესაბამისად, იკრძალება საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა. ცვლილების თანახმად, იკრძალება ფართის გადაცემა/დათმობა სასყიდლით ან უსასყიდლოდ სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, როგორიც არის ქელეხი, იუბილე, ქორწილი და ა.შ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა