თამარ გაბუნია - ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს და რა თქმა უნდა, ამ ვაქცინის მოწოდება ჩვეულებრივ გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება საქართველოსთვის ჩვეულებრივ გაგრძელდება, რადგან ქვეყანაში არსებული რაოდენობა, მისივე შეფასებით, მცირეა.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე „ფაიზერთანაც“ მიდის საუბარი, რომ ქვეყანას დამატებითი დოზები პირდაპირი მოლაპარაკების გზით მოეწოდოს.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ალტერნატიული ვაქცინების დანერგვის დაჩქარებაზე. „სინოფარმის“ ვაქცინაზე მიდის საუბარი რამდენიმე დღეა. ინტენსიურად გაგრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტორიზაციის მიღებისთანავე ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, ვინც რაიმე მიზეზით „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ამ ეტაპზე ვერ გამოიყენებს. მოგეხსენებათ, რომ ასევე არის „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაცია, რასაც არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე არ აქვს. დოზები არის გარკვეულწილად ლიმიტირებული, თუმცა, „ფაიზერთან“ მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი დოზები ქვეყანას მოეწოდოს პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება, რადგან საკმაოდ ფართოა 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვს ძალიან მცირეა. ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს „ასტრაზენეკას“ და რა თქმა უნდა, შემოვა, მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივ“, - განაცხადა გაბუნიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა