თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის გამაგრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში 17 ოჯახი ცხოვრობს. შენობის ავარიულობის საკითხი მოსახლეობას მრავალი წელია პრობლემას უქმნის. პროექტის დასრულების შემდგომ, მათ უსაფრთხოდ და კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და დაზიანებული კარ-ფანჯარა შეიცვლება.

როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გამოყოფილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა