ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი გუნდი თავიდანვე ვხედავდით შეთანხმების შესაძლებლობას, ჩვენი მზაობა გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას

ჩვენი გუნდი თავიდანვე ვხედავდით შეთანხმების შესაძლებლობას და ამ ბოლო მედიაციის დროსაც. ჩვენი მზაობა ამ გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას შეეხებოდა, სადა ვაშაძე ირწმუნება, რომ მომავალ კვირას 5-ვე პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, მოლაპარაკებისას რაც ნაკლები ახალი პუნქტი იქნება, უკეთესია.

"არის რაღაც კონკრეტული საკითხები, რომელი საკითხებიც თვეების განმავლობაში დღის წესრიგში დგას. ახალი რაც ნაკლებად იქნება, უკეთესია. ნუ დავამატებთ ახალ პრობლემებს. სჯობს, არსებულ საკითხებზე მოვილაპარაკოთ. ჩვენი გუნდი თავიდანვე ვხედავდით შეთანხმების შესაძლებლობას და ამ ბოლო მედიაციის დროსაც, როგორც აღმოჩნდა, "ქართული ოცნება" 95 პროცენტით, მათივე სიტყვებს გავიმეორებ, მზად იყო მედიატორის მიერ დასმულ საკითხებზე შესათანხმებლად. ჩვენი მზაობა ამ გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას. თუ ოპონენტების მხრიდან ამ მიმართულებით, სვლა იქნება, მივესალმებით. შეთანხმება ნიშნავს კომპრომისს. "ქართულ ოცნებას" ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებთან მუდმივი კონტაქტი აქვს, მათ შორის, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მედიატორის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე, საუბარია იმ პუნქტებზე, რომელიც ამ დოკუმენტში დაისვა. მოლაპარაკების დროს პირობებისა და მოთხოვნების მუდმივად შეცვლა მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმების მიღწევას ხელს არ უწყობს. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ჩვენ პოლიტიპატიმრები არ გვყავს და არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არსად ასეთი რამ არ არის ნახსენები. ციხის კარები ღიაა და პოლიტიკური მოღვაწეობის გამო ჩვენთან ადამიანი ციხეში არ მიდის. ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიცაა ნიკა მელია, ეს არის მისი პოლტიიკური არჩევანი, რომელიც საჯაროდ თქვა და თქვა, რომ კანონი უნდა დავარღვიო და თუ სახელმწიფოს შეუძლია კანონის დაცვა აბა დაიცვას და დამაკავოსო. დღესაც მისი არჩევანია რომ გარეთ გამოვიდეს. რაც შეეხება ამ სიტუაციის გადაჭრას, მაშინაც ვთქვით, რომ პოლიტიკური ამნისტია არის შესაძლებლობა, რომელიც მოლაპარაკებაში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული წინააღმდგობრივი ფურცლები გადაფურცლული და დახრული იყოს და აღარ იყოს ეს ხელიშემშლელი ფაქტორი კიდევ უფრო უფრო დიდი მიზნების მისაღწევად მიმავალ გზაზე", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის მომავალ კვირაში ელოდება ამ მოჯადოებული წრის გახსნის მექანიზმს. მისი თქმით, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა