კობა კობალაძემ, ოზურგეთში, 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, რომელიც რეგიონებში მისი გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, გურიაში იმყოფება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, კობალაძე მემორიალთან სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში, გიორგი სახოკიასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩიასთან, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსთან, გელა ბაქანიძესთან და ომისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივ ვეტერანებთან ერთად იმყოფებოდა.

კობა კობალაძე ასევე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, სადაც 9 აპრილის ღამეს, საბჭოთა არმიის მიერ, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის დროს დაღუპული, 22 წლის ნინო თოიძის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

კობა კობალაძე, სოფელ ლიხაურის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით მოწყობილ ფოტოგამოფენაზე იმყოფებოდა, რომელიც 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი, ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. ყველაზე უმცროსი, ეკა ბეჟანიშვილი, მხოლოდ 15 წლის იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა