ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამერიკული ვაქცინის „ნოვოვაქსის“ მიღებაზე მოლაპარაკება კონტრაქტის გაფორმებამდეა მისული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმებამდეა მისული მოლაპარაკება ამერიკული ვაქცინის „ნოვოვაქსის“ მიღებაზე. მისი თქმით, დათქმული დრო არის აგვისტო, თუმცა საქართველო ცდილობს აღნიშნული ვაქცინის ივლისში მიღებას. გარდა ამისა, გამყრელიძის განმარტებით, აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზის მიღებაზე.

„რაც დადასტურებით ამჟამად ჩვენ ვიცით, ეს არის 86 ათასი დოზა „ასტრაზენეკასი“, რომელიც აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში შემოვა, ასევე აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში მეორე ჩინური ვაქცინის - „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა უნდა შემოვიდეს. აქტიური მოლაპარაკებებია და კონტრაქტამდე მისულია მოლაპარაკებები „ნოვოვაქსის“ მიღებაზე, ასევე, აქტიური მოლაპარაკებაა „ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე.

„ნოვოვაქსთან“ უფრო კონკრეტული საუბარია აგვისტოდან, იმიტომ, რომ ის ჯერ არ იწარმოება და არც დაშვებული არ არის. მან გაიარა კვლევის სამი ფაზა, „ნოვოვაქსი“ არის ძალიან ძლიერი და დიდი ამერიკული ვაქცინების მწარმოებელი კომპანია. მან გააკეთა ახალი გენერაციის ვაქცინა, სპაიკპროტეინზე დამყარებული და მისმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა მაღალი ეფექტურობა სამივე ფაზის. „ნოვოვაქსმა“ მისცა ლიცენზია ინდოეთის ცნობილ სერუმ ინსტიტუტს, რომელიც, ასევე, „ასტრაზენეკას“ აწარმოებს და მილიარდი დოზა მან წელს უნდა აწარმოოს „ნოვოვაქსის“, მათ შორის სამასი მილიონი „კოვაქსისთვის“. ამიტომ, ჩვენთან ეს შემოდის „კოვაქსის“ საშუალებით და ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებაა სერუმ ინსტიტუტთან და უკვე მისულია ეს მოლაპარაკება გარკვეულ წერტილამდე, რომ ჩვენთან შემოვა, იქ წერია აგვისტო, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს იყოს ივლისი,“- განაცხადა გამყრელიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს