ბათუმში 50 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა

ბათუმში 50 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დაშავებულის შვილმა ნათია კაკაბაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, ქონების გაყოფას უკავშირდება.

"დედაჩემი უკვე რამდენიმე წელია ლოგინად მყოფ დეიდაჩემს უვლის, როგორც გავიგე პოლიცია ჩემს დეიდაშვილს ეძებს, სავარაუდოდ, დედაჩემი მან დაჭრა, დეტალები არ ვიცი",- განაცხადა მან.

შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულ ქალს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას გულ - მკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, სამართალდამცავები 23 წლის მამაკაცს ეძებენ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა