გიგი წერეთელი - როდესაც პარტიის ყოფილი ლიდერები კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ თავად რა შეეშალათ

როდესაც პარტიის ყოფილი ლიდერები კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ თავად რა შეეშალათ, თუ უფრო ზუსტად გვეტყვიან რა შეეშალათ თავად და ამაშიც ჩაერთვებიან, უფრო მადლობელი ვიქნებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გზა, რომელიც პარტიამ უნდა გაიაროს ლიდერების წასვლის შემდეგ ძალიან რთული იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ვინმე შეუცვლელია“.

,,დღევანდელ ყრილობაზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა და განაცხადა, რომ მზად არიან გააგრძელონ ის ბრძოლა, რომელშიც ჩართულები ვართ დიდი ხანია და მიზნად ისახავს, რომ ქვეყანა შეიცვალოს. ვინ როგორ გრძნობს პასუხისმგებლობას, ეს რა თქმა უნდა, მნიშნველოვანი საკითხია, მადლობლები ვართ ყველა ლიდერის ვინც იყვნენ ამ პარტიაში, მაგრამ ახლა მთავარია როგორი იქნება ხვალინდელი დღე. „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც. მე ვარ იმ აზრზე, რომ ახალგაზრდებს გზა უნდა დავუთმოთ და აუცილებლად უნდა იყოს ახალი ძალა პარტიაში. არ მგონია, რომ წინა პერიოდშიც ვინმე იყო ამის წინააღმდეგი, ოღონდ რატომ არ ხდებოდა ეს, ამის ანალიზიც დაგვჭირდება. პარტიამ უნდა გაიაზროს რა შეცდომები იყო წარსულში და რა უნდა გააკეთოს სამომავლოდ. ამის აღქმა არსებობს დღეს და როგორ გაკეთდება ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს.

მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს პარტიამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლიდერები გამოგვაკლდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე არის შეუცვლელი. ყველას შეცვლა შეიძლება, სკეპტიციზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა არსებობდა სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რაც შეცდომებიც იყო მანამდე. როდესაც პარტიის ყოფილი ლიდერები კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ თავად რა შეეშალათ. თუ უფრო ზუსტად გვეტყვიან რა შეეშალათ თავად და ამაშიც ჩაერთვებიან, უფრო მადლობელი ვიქნებით. კონკრეტულად ჩამოთვლა ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც საუბარია არასასურველ შედეგზე და გარკვეულ წარუმატებლობაზე, ასეთი არჩევნების პირობებში, ვინც იმ პერიოდში პარტიის სათავესთან იყო, მათი წვლილიც ბუნებრივია არსებობს. სხვამ დაინახა პასუხისმგებლობა, რომ დღეს დისტანცირება მოახდინოს, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო პარტიას გაძლიერდეს და ჩართული იყოს მთავარი ამოცანის განხორციელებაში, რაც ქვეყნისთვის წარმატების მოტანაა“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, პარტიის ყოფილი წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, მოსაზრება, რომ გაწეულიყო პარტიის მართვისგან გიგა ბოკერიამ არ გაიზიარა, არგუმენტით, რომ "ახლა ამის დრო არ არის".

პარტიის ყოფილი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას.

“ სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს“, - აცხადებს ბაქრაძე.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს