ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ფოთში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

სამედიცინო მომსახურებით აქციის ფარგლებში 130-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

„მიმდინარე წლის 10 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრ ''ვივამედის'' ექიმებმა (კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი), ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო გამოკვლევები (მათ შორის_ ექოსკოპია, კარდიოგრამა) ჩაატარეს.

კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით, აქციის ფარგლებში, ისარგებლა 130-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 470- მდე სამედიცინო ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია და მისი მოადგილე მამუკა პაპასკირი.

„დღეს ფოთში იმართება სამედიცინო აქცია კლინიკა "ვივამედის", სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და ჩვენი მეგობრების მიერ, რომელიც ითვალისწინებს ფოთში მცხოვრები ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირების სამედიცინო უზრუნველყოფას. ეს პირველადი სამედიცნო შემოწმებაა, რომ შემდგომი ხიფათის პრევენცია გაკეთდეს. ამავე დროს, ჩვენ ვისარგებლეთ და კონკრეტული, ჩვენი გეგმიდან გამომდინარე, ქალაქის ადმინისტრაციასთან, მერთან, მის მოადგილეებთან ერთად ვმართავთ შეხვედრას ვეტერანებთან, რათა ერთად ვისაუბროთ იმ სოციალურ მიმართულებებზე, რომლებზეც შეიძლება, ქალაქის ადმინისტრაციამ ჩვენთან ერთად, ქვეყნის მთავრობასთან ერთად გადაწყვიტოს, რითაც უფრო ეფექტურად განვახორციელებთ ვეტერანებისათვის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო ფოთის ადმინისტრაციის და ხელმძღვანელობის მიმართ. საკმაოდ ბევრი შედეგიანი პაკეტია, რომლებსაც ისინი სთავაზობენ ვეტერანებს და მათ შორის, უახლოეს მომავალში, ფოთის მერის, საკრებულოს მიერ ინიცირებულია, რომ ფოთში მცხოვრები ვეტერანები უფასოდ ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მადლიერები ვართ. სიკეთით ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, ვეტერანები კმაყოფილები არიან იმით, რომ აღნიშნული ღონისძიება სისტემატიურად ტარდება.

„ვეტერანთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში სისტემატიურად ტარდება ფოთში მცხოვრები ვეტერანებისთვის სამედიცინო გამოკვლევები და შემდეგ, მათი მკურნალობა. გამოკვლევებს ახორციელებენ ქვეყანაში ცნობილი, წამყვანი სამედიცინო სპეციალისტები. ვეტერანები ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რომ აღნიშნული ღონისძიება სისტემატიურად ტარდება, მას აქვს საქველმოქმედო ხასიათი; გამოკვლევები, ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უტარდებათ უფასოდ, ამისათვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას, კობა კობალაძეს, მის მთელ გუნდს და ვისურვებდი, აღნიშნული საქმიანობა, მომავალშიც ისეთივე წარმატებით განხორციელდეს ჩვენ ქალაქში, როგორც დღეს ხორციელდება",- განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ ''ვივამედს'' შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

უფასო სამედიცინო აქციები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ გაგრძელდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა