ქარსაფარი ზოლის დაზიანება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

ქარსაფარი ზოლის დაზიანება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლიც მიხედვით, ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

პარლამენტი ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს. ინიცირებისთვის მზად არის კანონის პროექტი, რომლითაც ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება.

პროექტში მოცემულია ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების ზოგადი დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, მუნიციპალიტეტები დაყოფილია კატეგორიებად, ქარის სიძლიერის მიხედვით. დადგენილია ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ზოგადი სტანდარტი. განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური გამოყენების პირობები.

საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს 12 აპრილის სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: - ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი და ხატია წილოსანი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო