მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს - მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიმდინარე რეფორმების პროცესისადმი. მარკ რუტე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.

„თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ნიდერლანდები მიესალმება თქვენი მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიმდინარე რეფორმების პროცესისადმი. იმ ქვეყნის რანგში, რომელსაც მტკიცედ სწამს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პრინციპების, ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მოიცავს ქვეყნის დემოკრატიზაციას, სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას. ვაცნობიერებ რეგიონში ამჟამად მიმდინარე რთულ მოვლენებს და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, მსურს დაგარწმუნოთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ჩვენი მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას”, - ნათქვამია მარკ რუტეს ოფიციალურ მილოცვაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო