სერგო ჩიხლაძის აზრით, საჭიროა ჯანდაცვის მინისტრის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან გასამკლავებლად ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. როგორც ჩიხლაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა როგორც ჯანდაცვის მინისტრის, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

,,ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზეა დამოკიდებული დღეს ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკა და ჯანდაცვა. ვაქცინა ისევ არ გვაქვს, მოსახლეობის ჩართულობა დაბალია, ავტორიზებული ვაქცინის ახალი დოზების შემოსვლის გეგმა-გრაფიკი ისევ არ არსებობს. ამავე დროს, არ არის წარმოდგენილი პანდემიის მართვის 2021 წლის გეგმა და ალგორითმი. მეტად საეჭვოა ქვეყანაში არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანის პროცესიც. მითუმეტეს, რომ თვითონ მწარმოებელი ქვეყანაც ალაპარაკდა მათ დაბალ ეფექტურობაზე სხვა ავტორიზებულ ვაქცინებთან შედარებით.ყოველივე აქედან გამომდინარე „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოითხოვს:

1. გასაჯაროვდეს ვაქცინებთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკების დეტალი და კონტრაქტები;

2. რა შედეგი ჰქონდა საგარეო მინისტრის მოადგილის ვიზიტს ინდოეთში და სად არის დაპირებული 180 000 დოზა, რომელიც მაისამდე უნდა შემოსულიყო?;

3. დასახელდეს ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირები;

4. სასწრაფოდ შემუშავდეს პანდემიის მართვის 2021 წლის საგანგებო გეგმა;

5. განახლდეს არსებული ვაქცინაციის გეგმა, რომელიც ვერ პასუხობს დღევანდელ რეალობას;

6. დაიწყოს სრულმასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით;

7. თუ ამ კითხვებზე/მოთხოვნებზე პასუხი და რეაგირება არ არის, გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და ყველა ის პირი, ვისი ვალდებულებაცაა ვაქცინაციის და პანდემიის პროცესის მართვა!", - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია