გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსწავლეებს ყველაზე მეტად ფიზიკის გამოცდის ჩაბარება უჭირთ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ქართველ მოსწავლეებს ყველაზე მეტად ფიზიკის გამოცდის ჩაბარება უჭირთ.

როგორც გორგოძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ფიზიკის გამოცდის ჩაბარება მასწავლებლებისთვისაც პრობლემაა.

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში კვლავ პრობლემები რჩება - ამ მიმართულებით სამუშაოა. ერთ-ერთი საგანი, რომელიც ბავშვებს უჭირთ, ეროვნული გამოცდების შედეგებზე დაკვირვებით, ფიზიკაა. მასწავლებლების შედეგების შემთხვევაშიც ასეა“, - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, გორგოძის შეფასებით, საქართველომ ამ პროცესს თავი კარგად გაართვა.

„ზოგადად, პანდემია რომ გამოწვევა იყო მსოფლიო განათლების სისტემისთვის, ამას ამბობს ყველა და აღიარებს unicef-იც. ეს გამოწვევა იყო საქართველოსთვისაც. თუმცა იმ ფონზე, რისი რესურსიც ჩვენ გვქონდა, საქართველომ ამ ეტაპამდე თავი კარგად გაართვა. რაც შეეხება გამოცდების კონტექსტს - ინგლისმაც კი, რომელსაც წარმატებული განათლების სისტემა აქვს, ცენტრალიზებულ გამოცდაზე უარი თქვა შარშან; კონკრეტული ალგორითმის საშუალებით გამოითვალეს მოსწავლეების ქულები და ისე ჩარიცხეს, რის გამოც სხვადასხვა გამოცემის, მათ შორის, BBC-ის შეფასებით, ინგლისს საგამოცდო ფიასკო ჰქონდა, ცუდად წარიმართა ეს ყველაფერი. ჩვენ უკეთესადაც გავართვით თავი, ვიდრე გვეგონა. გამოცდები ჩავატარეთ ცენტრალიზებულად საგამოცდო ცენტრებში და ჩავრიცხეთ აბიტურიენტები წარმატებით“, - განაცხადა გორგოძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს