თამარ გაბუნია - ვაქცინების მოწოდება გაგრძელდება, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმიდან, ასევე, პირდაპირ მომწოდებლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიდის

მნიშვანელოვანია გარკვეულწილად გავყვეთ ეტაპობრიობას, რადგან ჩვენ რომ გავფანტოთ ვაქცინების შეზღუდული რაოდენობა, შედეგი იქნება ნაკლებად ეფექტური,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის გეგმა, რომლსაც ქვეყანა მიჰყვება რისკებზე ორიენტირებულია ანუ რისკის დონის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტული ჯგუფები. ამასთანავე, გაბუნიას თქმით, ქვეყანა ახალ ვაქცინებს ივნის-ივლისში ელოდება და უკვე ივლისიდან შეიძლება იყოს საუბარი მოსახლეობის უფრო ფართო მოცვაზე.

„მნიშვცნელოვანია გარკვეულწილად გავყვეთ ამ ეტაპობრიობას, რადგან ჩვენ რომ გავფანტოთ ვაქცინების შეზღუდული რაოდენობა, რომელიც ჩვენს გვაქვს და მივმართოთ არა მიზნობრივი რისკ ჯგუფებისკენ, არამედ ნებისმიერი მსურველისკენ, რა თქმა უნდა, შედეგი ამასაც ექნება, მაგრამ შედეგი იქნება ნაკლებად ეფექტური, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ მოცვა როგორც ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, ასევე ხანდაზმულებში. ვაქცინების მოწოდება გაგრძელდება, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმიდან, ასევე, პირდაპირ მომწოდებლებთან მოლაპარაკებები მიდის აქტიური, რამდენიმე მიმართულებით. ივნის-ივლისში დამატებით რაოედნობებს ველოდებით და ვფიქრობთ, უკვე ივლისიდან შესაძლებელი იქნება მეტად ფართო ჯგუფების მოცვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დადგეს საკითხი დამატებითი ჯფგუფების ჩართულობის, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირების,“- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამა საკმაოდ რთულად დაიწყო და გარკვეული დრო დასჭირდა, რომ პირველი ტრაგიკული ეპიზოდის შემდეგ, რაც ექთნის გარდაცვალებას უკავშირდება, ნდობა ვაქცინაციის პროგრამის მიმართ აღდგენილიყო.

„ვაქცინაციაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია, განსაკუთრებით თბილისში, აქტივობის 70% მოდის თბილისზე. რეგიონებში გასაზრდელია აქტივობა, მაგრამ ყოველდღიურად მზარდი რაოდენობა მოქალაქეების, რომელიც მიმართავს ვაქცინაციის პროგრამას, მიუთითებს იმას, რომ ვაქცინაციის პროგრამა იმ ჯგუფებში, ვისთანაც დღეს ტარდება, ნამდვილად მიზნობრივია და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით.

ვაქცინაციის პროგრამას გუშინ საღამოს დაემატა 6 ახალი ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ასევე რამდენიმე საავადმყოფო ემზადება, რომ კვირის ბოლომდე ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ვაქცინის აუთვისებლობის გამო, რეგიონიდან ლუგარის ცენტრში ვაქცინის დაბრუნების ფაქტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.

„ახალქალაქიდან ეს ერთი შემთხვევა იყო, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიბრუნა ვაქცინები, რადგან ხარჯვა იყო დაბალი და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, რომ მოსახლეობის მოლოდინი და მოთხოვნა რა ტიპის ვაქცინა იქნება მისთვის მისაღები, ეს შევისწავლოთ და ამის მიხედვით გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროგრამა,“- განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა