გიგი უგულავა - ეს სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა!

არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა - თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცვინო რაღაცები აკეთა, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა გიგი უგულავანიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობა შეეფარდა.

უგულავას განმარტებით, „ქართული ოცნება“ პროკურორის ენით მოსახლეობას რამდენიმე თვის განმავლობაში ტყუილს ახვევს თავს, თითქოს ყველაფერი მელიაზე იყოს დამოკიდებული და მას საპატიმროს დატოვება გირაოს სანაცვლოდ შეეძლო.

„ეს საერთოდ სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა! ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ორთვიანი ტყუილი, რასაც საზოგადობას ურცხვად აჩეჩებს ბულბულაშვილის სახით პროკურატურა და მთელი „ქართული ოცნება“, რომ ღიაა კარი, ფაქტობრივად და გამოვიდეს, მის ხელშია გადასახადი გადაიხადოს გირაო, ყველაფერი ტყუილია და დღეს გამოჩნდა, რომ ეს უსირცხვილო, ოროსანი რომ თავჩაღუნული ზის, ისე იჯდა ბულბულაშვილი და სიტყვას ვერ აბავდა, იმიტომ, რომ იცის, რომ იტყუებოდა, იცის, რომ ამდენი ხანი იტყუებოდა. პირობა მოგვეცით, რომ გადაიხდის გირაოსო, რას ნიშნავს ეს სამართალი? სად წერია, რომელ კანონში წერია ასეთი რაღაცები ? ეს არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა - თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა. უსირცხვილო სასამართლო იყო, არაფერი არ იყო, სასამართლოს არ ჰგავდა,“- განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო:30 სასამართლო მქონია და ასეთი უსინდისობა არ მინახავს - გიგი უგულავა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო