ანრი ოხანაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარკ კლეიტონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილმა სტუმარს სამართლებრივი რეფორმების თვალსაზრისით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

„ისტორიულად, პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია. ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოში ინტეგრაციას. დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტკიცე პარტნიორია ქვეყნის დემოკრატიული განმტკიცების თვალსაზრისით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ამილახვარი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს