პროკურატურა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული დავით კოდუას მიმართ პატიმრობას ითხოვს

ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას მიმართ სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ მუხრან ღუწკაიას განცხადებით, სასამართლომ დავით კოდუა აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს.

„სრულად გავეცანით მასალებს და დაცვის მხარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საერთოდ აღკვეთის გარეშე უნდა იყოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დატოვებული. საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მასმედიის საშუალებით დაზარალებულების პოზიცია გამოქვეყნდა, რომ რეალურად არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, მისი პატიმრობაში ყოფნის და ზოგადად დაკავების საფუძველიც არ იყო იმ მომენტში. დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების დატოვების გარეშე და ასევე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე. სასამართლოს ბუნებრივია, აქვს იმის საშუალება, რომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილოს წარმოდგენილი მტკიცებულებიდან გამომდინარე, რაც მთავარია, დაზარალებულის პოზიციიდან გამომდინარე",- განაცხადა ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა