ზურაბ ბატიაშვილი - საბჭოთა კავშირის ახალი ფორმით შექმნის საშიშროება რეალური გახდა - თუ უკრაინაში რუსებს გაუვიდათ, შემდეგ საქართველო იქნება მიზანში ამოღებული

საბჭოთა კავშირის ახალი ფორმით შექმნის საშიშროება რეალური გახდა - თუ უკრაინაში რუსებს გაუვიდათ, ცხადია, რომ უკრაინის შემდეგ საქართველო იქნება მიზანში ამოღებული, - ამის შესახებ საგარეო საკითხებში ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რითაც უკრაინაში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ექსპერტის თქმით, საქართველო ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინასთან ერთად იყოს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან არანაირი იდეა არ ჩანს.

„ახლა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება ძირითადად უკრაინისკენ არის მიმართული იმიტომ, რომ რუსული აგრესიის საფრთხე რეალურად დგას და ეს საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ემუქრება. ზოგადად ევროპის უსაფრთხოების კონცეფციას თავდაყირა აყენებს და საბჭოთა კავშირის ახალი ფორმით შექმნის საშიშროება რეალური გახდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მთავარი საკითხი დღის წესრიგში არის უკრაინა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ უკრაინასთან ერთად საქართველოც იყოს მუდმივად დღის წესრიგში ორი მიზეზის გამო - ერთი არის რუსული აგრესია და თუ უკრაინაში რუსებს გაუვიდათ, ცხადია, რომ უკრაინის შემდეგ საქართველო იქნება მიზანში ამოღებული და მეორე არის ის, რომ რეალურად საქართველოში გვჭირდება დემოკრატიის განვითარება, გვჭირდება დაცული იყოს ადამიანის უფლებები, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ა.შ. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა შევეცადოთ, რომ ვიყოთ უკრაინასთან ერთად ყველანაირად და უკრაინასთან ერთად უფრო ადვილი იქნება ბევრი საკითხის გატანა საერთაშორისო არენაზე, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებას რამე იდეა ჰქონდეს დარჩენილი. მათი ერთადერთი იდეა არის ის, რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ოღონდ ეს ხელისუფლებაში ყოფნა რისთვის სჭირდებათ ამაში მთლად ბოლომდე, როგორც ჩანს, არ არიან ჩამოყალიბებულები. სამწუხარო ფაქტია ის, რომ ქვეყანაში ვერანაირად ვერ ვხედავთ წინსვლას, ვერც ერთი მიმართულებით. ყველა მიმართულებით არის სერიოზული ჩავარდნები, სერიოზული რისკები, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ არ ჩანს რაიმე იდეა. იდეა რომ ჰქონდეთ, ექნებოდათ შესაბამისი გეგმაც და სამწუხაროდ, პოლიტიკურ ელიტაში არ არის არავითარი გეგმა, თუ სად ვხედავთ ჩვენს ქვეყანას წლების შემდეგ და საით უნდა წავიდეს ეს ქვეყანა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა