ადვოკატის განცხადებით, დავით კოდუასა და ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ კოდუა ე.წ. კომენდანტის საათის დროს სახლიდან მიდიოდა, მეუღლეს კი ეს არ უნდოდა

მეუღლესა და შვილზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას ადვოკატების განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ადვოკატების თქმითვე, კონფლიქტი იმის გამო, რომ კოდუა ე.წ. კომენდანტის საათის დროს სახლიდან მიდიოდა და მეუღლეს ეს არ უნდოდა.

ადვოკატების განმარტებით, კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ხელზე მყესი აქვს გაწყვეტილი, ამასთან, უროლოგიური ოპერაცია აქვს გაკეთებული და მას ყოველდღიურად ინექცია სჭირდება.

ერთ-ერთი ადვოკატის, მუხრან ღუწკაიას განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხეზე საუბარიც კი არ არის, რადგან ის საქართველოში ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ღურწკაიას თქმითვე, ბრალდებულს სხვა საქმეზე გირაო უკვე შეფარდებული აქვს და საქართველოს საზღვარიც არაერთხელ გადაუკვეთავს, თუმცა არ მიმალულა.

მოსამართლე დაინტერესდა, თუ საიდან ჰქონდათ დაზარალებულებს დაზიანებები, რადგან მოსამართლის თქმითვე, სიტყვიერი დაპირისპირებისას დაზიანებები არ ჩნდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს