მიხეილ ჩხენკელმა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ტრენერები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

ქართული ენის“ დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უწევს ორგანიზებას.

მათივე ცნობით, პროგრამის 55 ტრენერი პანდემიის გამოცხადებისთანავე წარმატებით გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე და უზრუნველყო განათლების სერვისების უწყვეტი ხელმისაწვდომობა.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი – 43 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„ქართულ ენაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ენის შესწავლაში დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჩვენი ენა ძვირფასია. ყველას გილოცავთ დედაენის დღეს!“ - განაცხადა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებმა გამოიჩინეს მართლაც დიდი თავდადება და უზრუნველყვეს განათლების სერვისების უწყვეტი ხელმისაწვდომობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ყველა თანამშრომელს ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის, მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს.

„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ხელს უწყობს სახელმწიფო ენის ფლობის გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა