დავით ზალკალიანი - ქართველი სამხედროებიც შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს

ქართველი სამხედროებიც შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად ვიტვირთოთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

„ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთის მისია და გამოიყვანოს საჯარისო შენაერთები ავღანეთის ტერიტორიიდან.

საქართველო, რომელიც დღემდე აღნიშნული მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია და 860 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი ავღანეთში, ბუნებრივია, თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან და ქართველი სამხედროებიც შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს.

მადლობელი ვარ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, რომელმაც გუშინ, საჭიროდ ჩათვალა, პირადად შეეტყობინებინა ჩემთვის ალიანსის გადაწყვეტილების შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რაოდენ აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები და ალიანსი საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში.

სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს გაწეული ძალისხმევისა და მსხვერპლისთვის, რომელიც მათ გაიღეს მსოფლიო მშვიდობისთვის.

მართლაც, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად ვიტვირთოთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

ჩემის მხრივ, მადლობას ვუხდი ქართველ სამხედროებს, ვინც მსახურობდა ავღანეთში, ასევე, ქედს ვიხრი იმ გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა მშვიდობას და უსაფრთხოებას.

საქართველო კი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, პარტნიორებთან ერთად ყოველთვის შეიტანს საკუთარ წვლილს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის”, -წერს ზალკალიანი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს