შიდა ქართლის გუბერნატორი - განვიხილეთ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდის სამართავად არსებული რესურსები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გორში, ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრის შემდეგ, რეგიონის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდა.

როგორ სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, განიხილეს ეპიდემიოლოგიური კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და კოვიდის სამართავად არსებული რესურსები.

„მართალია, შიდა ქართლში შემთხვევების საგანგაშო მატება ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროდ, ქვეყნის მასშტაბით, უკვე რამდენიმე დღეა, იმატებს შემთხვევები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ვისაუბრეთ ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ რესურსებზე როგორც ინფრტასტრუქტურული კუთხით, ისე ადამიანური რესურსით", - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს