გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გაიმართა, ასევე, ა(ა)იპ „იურიდიული კვლევის ცენტრის“, „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“, „Elsa Georgia“ (ელსა საქართველო)-ს, ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ და „ენკომი, საგანმანათლებლო პლატფორმის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა განაცხადა, პროკურატურა სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა.

„მოხარულები ვართ, რომ მუდმივად არის ინტერესი პროკურატურის საქმიანობის შესახებ. მზად ვართ ერთობლივად დავგეგმოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ახალგაზრდებს გამოცდილების მიღებაში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში და პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება “ - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროკურატურის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებზე, პროკურორის პროფესიაზე და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში, სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

მათივე ცნობთ, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურატურა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. უწყების მხრიდან, მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა