ვლადიმირ ზელენსკი - ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე კონკრეტული წინადადებები მიიღონ

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მიიღონ.

“სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინასა და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ”, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ