სასამართლომ შსს-ს შენობასთან აქციაზე დაკავებული 10 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. აღნიშნულის შემდეგ პროცესი გადაიდო.

აქტივისტების განცხადებით, მათ მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოახერხეს, რის გამოც, პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს.

აქტივისტების თქმითვე, მომდევნო პროცესზე დადასტურდება, რომ მათი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

ცნობისთვის, შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. აქტივისტები შენობაში შესვლას და შსს-ს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს