მარიტა მუსელიანი - დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი, როცა მოიხსნა აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება

"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი წევრის, მარიტა მუსელიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე თქვეს, რომ თუ "ნამახვანჰესის" პროექტი ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება, ის არ აშენდება.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მოიხსნა აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება.

"დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა, მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი რამ პირველად გავიგე. რამდენჯერმე გაიმეორეს, თორე ერთი ნათქვამით შეიძლება არ დამეჯერებინა. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ თუ ეს შეეწინააღმდეგება საერთო ინტერესს, ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება, არ აშენდება ეს პროექტი. დანარჩენი ტექნიკური ხასიათი იყო“,- აცხადებს მარიტა მუსელიანი.

შეგახსენებთ, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა