ნიკოლოზ სამხარაძე - შესაძლებელია მუშაობა დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ გაგრძელდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ

შესაძლებელია მუშაობა დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ გაგრძელდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

სამხარაძის თქმით, დანიელსონის დოკუმენტი ის საბაზისო დოკუმენტია, რომელზეც "ქართულ ოცნებას" ხელის მოწერაც შეუძლია. მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია თანახმაა, მზად არიან, აღნიშნული დოკუმენტის მოდიფიცირებულ ვერსიაზე სამუშაოდ.

„მზად ვართ მუშაობა გავაგრძელოთ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც დანიელსონის დოკუმენტში წერია. იმისთვისაც მზად ვართ, დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, თუმცა მას შეთანხმებად მხოლოდ ჩვენი ხელმოწერა ვერ გადააქცევს. ამიტომ თუკი ოპოზიციას დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები და მზად არიან ხელი მოაწერონ, ჩვენ ჩვენი მხრივ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა