ვახტანგ მეგრელიშვილი - ორშაბათს პარლამენტში მისვლას ვაპირებთ, უბრალოდ გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ

პარტია „გირჩის“ წევრები ორშაბათს პარლამენტში მივლენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში „უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ“.

რაც შეეხება იარაღის ტარების პრივილეგიის გამოყენებას, მეგრელიშვილის თქმით, „ამასაც ნელ-ნელა გაარკვევენ“.

„უბრალოდ მისვლას ვაპირებთ, გაცნობის დაწყებას. უბრალოდ გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, „გირჩი“ პარლამენტში გარკვეული მოთხოვნების სანაცლოდ შესვლას აპირებს. ამასთან, პარტიის განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. „თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს; იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს);პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას“, - აცხადებენ გირჩში.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!