გია ვოლსკი - არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი სტატისტიკით, მძიმე დანაშაული ორჯერ და მეტჯერ არის შემცირებული, ხოლო გაზრდილია ისეთი დანაშაულის რაოდენობა, რომელსაც ყურადღება საერთოდ არ ექცეოდა, მათ შორისაა ოჯახური დანაშაულის ფაქტები.

„ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ეს ამის ინდიკატორად არ გამოდგება. დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ბანკში შევარდნის გარეშე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრობლემები არსებობს და ზოგიერთ ასპექტში, შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, ბანკის ოფისებში შეჭრის ფაქტები ხომ არ წაახალისა ბადრი ესებუასთან დაკავშირებულმა შემთხვევამ, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ესებუას ლიკვიდაცია შეიძლებოდა სნაიპერილი გასროლით ან სხვა მეთოდით, მაგრამ დიდი ალბათობით მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაც იქნებოდა.

„დარწმუნებული ვარ, ესებუას ძებნა წარმატებით დასრულდება", - დასძინა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელმა რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის განახლებული დეველოპერული კომპანიების მოდული
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება