არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ კარგად იცის თუ რა იყო ე.წ. პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე დანიელსონის შემოთავაზება, ჩვენ შემოთავაზებული სახით ვეთანხმებით ამ დოკუმენტს

ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის თუ რა იყო ე.წ. პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხებთან მიმართებაში კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება. ჩვენ ზუსტად შემოთავაზებული სახით ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი წინადადება არ იყო მოცემული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლოა.

,,დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ იყო არცერთი წინადადება მოცემული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ არის უსაფუძვლო და არ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს, ხელს ვაწერთ კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტს და მზად ვართ, პარლამენტში გადავიტანოთ პროცესი, სადაც ყველა პირობა, რომელზეც ხელმოწერა მოხდება ოპოზიციის მხრიდანაც უნდა შესრულდეს. რაც შეეხება ნიკა მელიას, მასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ იყო განმარტებული, რომ გირაოსთვის საჭირო თანხის უზრუნველყოფის შემთხვევაში პროკურატურა მზად არის შეუცვალოს პატიმრობის ღონისძიება, ხოლო პარლამენტი იმსჯელებს და უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო