დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი გახარია ქმნის „ოცნება-2“-ს

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი გახარია ქმნის „ოცნება-2“-ს.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, გავრილოვის საქმეზე ამნისტია არავის სჭირდება, მითუმეტეს, ნიკა მელიას, ის ღირსებისთვის იბრძვის, ამნისტია პირველ რიგში გახარიას სჭირდება, რადგან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, მათ შორის პირველი ვინ გასცა სროლის ბრძანება.

„ასე რომ, „ოცნების“ ინიციატივა დაგვიანებულია და რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოაწერონ ახლა ხელი!

ხოლო ოპოზიცია თუ პარლამენტში შევა, თავს ხაფანგში გაყოფს, რადგან იქიდან სწორედ გახაია გამოყრის თან ისე, რომ გმირიც გახდება

ამ მოცემულობით, ოცნებას“ მხოლოდ ორი სახე შერჩა - ორივე დესტრუქციული, ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი რადიკალები:

  1. კობახიძე, რომელიც ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ვიზიტით გაემგზავრა აშშ-ში, რადგან აქვს ამბიცია თავად იყოს პროდასავლური და ამით ღარიბაშვილი გახადოს პრორუსი და კორუმპირებული, რომელმაც თავის მხრივ ვერაფერი ჩამოიტანა ევროპიდან;
  2. ღარიბაშვილი, რომელიც აუცილებლად შეეცდება კობახიძეს წაართვას პარტიაში ლიდერობა და გავლენები, რასაც კობახიძე არ დათმობს.

და აი ამ დროს ჩნდება გახარია, ვისაც აქვს ამბიცია, რომ მოიგო არჩევნები და მართალია სრულიად არაფრისმთქმელი სახელებით და გვარებით, მაგრამ ქმნის „ოცნება-2“ -ს; ჩამოყალიბდება პოლიტიკურ ლიდერად, შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

რაც შეეხება კალაძეს, ის მიღმა აღმოჩნდა, რადგან არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა და ამიტომ მხოლოდ დანამატად დარჩა. მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია. ქვეყანა ამასობაში კატასტროფისკენ მიექანება, ხალხი კი, ბუნკერებისთვის გაწირეს...“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი გახარია ქმნის „ოცნება-2“-ს

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი გახარია ქმნის „ოცნება-2“-ს.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, გავრილოვის საქმეზე ამნისტია არავის სჭირდება, მითუმეტეს, ნიკა მელიას, ის ღირსებისთვის იბრძვის, ამნისტია პირველ რიგში გახარიას სჭირდება, რადგან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, მათ შორის პირველი ვინ გასცა სროლის ბრძანება.

„ასე რომ, „ოცნების“ ინიციატივა დაგვიანებულია და რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოაწერონ ახლა ხელი!

ხოლო ოპოზიცია თუ პარლამენტში შევა, თავს ხაფანგში გაყოფს, რადგან იქიდან სწორედ გახაია გამოყრის თან ისე, რომ გმირიც გახდება

ამ მოცემულობით, ოცნებას“ მხოლოდ ორი სახე შერჩა - ორივე დესტრუქციული, ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი რადიკალები:

  1. კობახიძე, რომელიც ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ვიზიტით გაემგზავრა აშშ-ში, რადგან აქვს ამბიცია თავად იყოს პროდასავლური და ამით ღარიბაშვილი გახადოს პრორუსი და კორუმპირებული, რომელმაც თავის მხრივ ვერაფერი ჩამოიტანა ევროპიდან;
  2. ღარიბაშვილი, რომელიც აუცილებლად შეეცდება კობახიძეს წაართვას პარტიაში ლიდერობა და გავლენები, რასაც კობახიძე არ დათმობს.

და აი ამ დროს ჩნდება გახარია, ვისაც აქვს ამბიცია, რომ მოიგო არჩევნები და მართალია სრულიად არაფრისმთქმელი სახელებით და გვარებით, მაგრამ ქმნის „ოცნება-2“ -ს; ჩამოყალიბდება პოლიტიკურ ლიდერად, შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

რაც შეეხება კალაძეს, ის მიღმა აღმოჩნდა, რადგან არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა და ამიტომ მხოლოდ დანამატად დარჩა. მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია. ქვეყანა ამასობაში კატასტროფისკენ მიექანება, ხალხი კი, ბუნკერებისთვის გაწირეს...“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო