მთაწმინდის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, აზეულას ქუჩაზე 7 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. მოეწყობა ველობილიკი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს. ასევე, დაგეგმილია გამწვანების მასშტაბური სამუშაოები.

მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.

„ჩვენთვის მწვანე სივრცეების მოწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, მთაწმინდას კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომლითაც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ ისარგებლებს, არამედ ზაფხულში ამოსული დამსვენებლებიც. პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე თვეში დაიწყება და დაახლოებით, ივნისში დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 500 000 ლარია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა