უგულავა - გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა დაკავშირებულია არაფორმალურ სასჯელთან, რომელიც ამ ადამიანს ბერა ივანიშვილმა გამოუწერა

ვფიქრობთ, მივიღოთ ერთობლივი განცხადება გოგი წულაიას პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავს საქმეებშიპატიმრობა გამოყენებული არ არის, რის გამოც, ოპოზიციური სპექტრი მიიჩნევს, რომ „გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა დაკავშირებულია არაფორმალურ სასჯელთან, რომელიც ამ ადამიანს ბერა ივანიშვილმა გამოუწერა“.

„ვფიქრობთ, მივიღოთ ერთობლივი განცხადება გოგი წულაიას პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასთან დაკავშირებით. როდესაც საუბარი იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატზე საკრებულოდან, იქ და მსგავს შემთხვევებში წინასწარი პატიმრობა არ არის გამოყენებული, ხოლო ამ შემთხვევაში გამოყენებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვქვეშ არ ვაყენებთ მსხვერპლის მონათხრობს, წინასწარი პატიმრობა მიგვაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. ფაქტია, რომ წულაიას წინასწარი პატიმრობა დაკავშირებულია არაფორმალურ სასჯელთან, რომელიც ამ ადამიანს ბერა ივანიშვილმა გამოუწერა.

ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია 15 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც იმსჯელებს.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა