ვარლამ გოლეთიანი - ბუნებაში ჰესის მშენებლობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ მოცემულ არეალში მისი აშენება არ შეიძლება - უნდა ვისაუბროთ და მივიდეთ კონსენსუსამდე

მოლოდინის რეჟიმში ვართ. კომპრომისებზე არ გვიმსჯელია, რადგან ხელისუფლება ამ მომენტამდე ამბობდა, რომ ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, ბუნებაში ჰესის მშენებლობას არ გამორიცხავს, მაგრამ ამ მოცემულ არეალში მისი აშენება არ შეიძლება.

„მოლოდინის რეჟიმში ვართ. კომპრომისებზე არ გვიმსჯელია, რადგან ხელისუფლებაც ამ მომენტამდე ამბობდა, რომ აუცილებად უნდა აშენდეს ჰესი. ჩვენი პოზიციაა, რომ არ უნდა აშენდეს მთელი რიგი ფაქტორების გამო. მოსულები იყვნენ ჩვენთან ხეობაში მინისტრები დავაყენეთ საკითხი: მოდით დავაყენოთ ეჭვქვეშ ჩვენი პოზიციები.

ზოგადად, ბუნებაში ჰესის მშენებლობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამ მოცემულ არეალში ამის აშენება არ შეიძლება. დიალოგი და კონსტრუქციული ნაწილი იმისთვისაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამაც დაინახოს, უნდა ვისაუბროთ და მივიდეთ კონსენსუსამდე", - განაცხადა გოლეთიანმა.

მანვე აღნიშნა, სტრატეგიული ობიექტი ეროვნულ ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს, "როდესაც მისი სხვისთვის გადაცემა ხდება, ეროვნული ინტერესი აღარ გამოდის".

„როდესაც ხელისუფლება შეხვედრაზე მოდის, გელაპარაკებიან ისეთი ენით, რომ თავს გამადლის, ზემოდან გიყურებს. აქ თავიდან ბოლომდე მეწყრული ზონებია, როგორ უნდა დააყენო მოსახლეობა ამ საფრთხის წინაშე! ბოლო ბოლო, ფინანსური თვალსაზრისით, ეს პროექტი ამდენს რას გვაძლევს?! მაგალითად, თქვენს სახლში შემოდის ვიღაც და გეუბნებათ - მე გამოვიყოფ ახლა სივრცეს და თქვენთან ერთად ვიცხოვრებ, შენ ხომ დაგაინტერესებს, რა ხდება შენს თავს?! გარკვევის ნაწილი ტრაფარეტულ დონეზეა. იქ შეხვედრაზე მიხვალ, სადაც პროცედურულად ევალებათ ამის გაცნობა და თუ რამე კრიტიკული კითხვა დასვი, მაშინვე რუსეთის აგენტად ცხადდები. რომ არა ეს ფართომასშტაბიანი აქციები, ყურადღებას არავინ მოგაქცევს“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა