სალომე სამადაშვილი - კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი კომპრომისული ვარიანტია და კომპრომისებზე ოპოზიციაც უნდა წავიდეს.

როგორც სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაფართოებულ ფორმატში, პოლიტსაბჭოს სხდომზე უნდა იმსჯელოს.

„მიმაჩნია, რომ პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე უფრო გაფართოებულ ფორმატში, უნდა მოიწვიოს პოლიტსაბჭოს და არჩეული დეპუტატების სხდომა. ეს არის ისეთი საკვანძო საკითხი, რომელზეც მსჯელობაა საჭირო. მე არ ვიცი ყველას აზრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს პარტიის სტრუქტურის მიერ შესაბამისი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს არის საკვანძო გადაწყვეტილება პარტიის საქმიანობაში. ვფიქრობ, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. ალბათ, ყველა შედეგი ხელმოწერის გადაწყვეტილების თუ ხელმოწერაზე უარის თქმის სწორად უნდა იქნას გაანალიზებული“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტში მოცემულ საკითხებს, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია პლებისციტისკენ იხრება, თუმცა, ვადამდელ არჩევნებზე საკითხის მიბმაც კომპრომისული ვარიანტია.

„ჩემი აზრია, რომ უკეთესი იქნებოდა დოკუმენტში ჩადებულიყო პლებისციტის საკითხი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ის ვარიანტი, რომელსაც მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი - ჩატარდეს პლებისციტი ახალ კონსტიტუციაზე, რომელიც შემოიღებს ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემას და დაბალ, 2%-იან ბარიერს. მე ეს მიმაჩნდა უფრო სწორად, მაგრამ თუ ამაზე არ მოდის „ქართული ოცნება“ და მაინცდამაინც უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმის ფორმულა დააფიქსიროს შეთანხმებაში - ადგილობრივი არჩევნების შედეგით განისაზღვროს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ვფიქრობ, ესეც კომპრომისული ვარიანტია. ოპოზიციასაც აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს საკუთარი ერთიანი ფრონტით.

ყველაზე ცუდი ამ შემთხვევში, რაც შეიძლება მოხდეს იქნება ის, რომ ნაწილმა მოაწეროს ხელი ოპოზიციიდან ამ დოკუმენტს და ოპოზიციის ერთიანობა დაირღვეს. ეს იქნება საკმაოდ დამაზიანებელი პოლიტიკური პროცესისთვის. მიმაჩნია, რომ ოპოზიციასაც მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავადაც“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, სამადაშვილს მიაჩნია, რომ შეთანხმება აქაც მიღწეულია.

„მიმაჩნია, რომ ორი პოლიტპატიმრის თემაზე ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მათ გათავისუფლებას უზრუნველყოფს. თუმცა, ამავე დროს ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც მათ შორის დაფიქსირდა საზოგადოებრივი მოძრაობებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ უშუალოდ ამნისტიის კანონზე მუშაობის პროცესში ჩვენ აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ძალის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით ვინც არის 20 ივნისის საქმეში ბრალდებული, მათ არ შეეხოთ ეს ამნისტია ანუ ამნისტიის შესახებ კანონი არ ვრცელდებოდეს იმ ხალხზე, ვისაც უშუალოდ აქვს ჩადენილი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინაღმდეგ, ძალის გადამეტებით გამოყენებაზე ვსაუბრობ. ამნისტიის კანონში ეს მკაფიოდ უნდა გაიწეროს. აქედან გამომდინარე, ამნისტიის მექანიზმს პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ვემხრობი, მაგრამ ამავე დროს, ამნისტიის კანონის გამოყენება არ უნდა მოხდეს ბოროტად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე: თუ საჭირო გახდება საკითხის გადასაწყვეტად პარტიის წევრების გადაწყვეტილების დაფიქსირება, დაუჭერს თუ არა მხარს თავად სამადაშვილი დოკუმენტზე ხელმოწერას? - პოლიტიკოსმა უპასუხა: „უნდა დაველოდოთ იმ პროცესის დასრულებას, რაც ახლა პარტიებში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჯერ პარტიული პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ ვიმსჯელოთ საბოლოოდ რა სურათს მივიღებთ“.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

სალომე სამადაშვილი - კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი კომპრომისული ვარიანტია და კომპრომისებზე ოპოზიციაც უნდა წავიდეს.

როგორც სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაფართოებულ ფორმატში, პოლიტსაბჭოს სხდომზე უნდა იმსჯელოს.

„მიმაჩნია, რომ პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე უფრო გაფართოებულ ფორმატში, უნდა მოიწვიოს პოლიტსაბჭოს და არჩეული დეპუტატების სხდომა. ეს არის ისეთი საკვანძო საკითხი, რომელზეც მსჯელობაა საჭირო. მე არ ვიცი ყველას აზრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს პარტიის სტრუქტურის მიერ შესაბამისი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს არის საკვანძო გადაწყვეტილება პარტიის საქმიანობაში. ვფიქრობ, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. ალბათ, ყველა შედეგი ხელმოწერის გადაწყვეტილების თუ ხელმოწერაზე უარის თქმის სწორად უნდა იქნას გაანალიზებული“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტში მოცემულ საკითხებს, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია პლებისციტისკენ იხრება, თუმცა, ვადამდელ არჩევნებზე საკითხის მიბმაც კომპრომისული ვარიანტია.

„ჩემი აზრია, რომ უკეთესი იქნებოდა დოკუმენტში ჩადებულიყო პლებისციტის საკითხი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ის ვარიანტი, რომელსაც მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი - ჩატარდეს პლებისციტი ახალ კონსტიტუციაზე, რომელიც შემოიღებს ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემას და დაბალ, 2%-იან ბარიერს. მე ეს მიმაჩნდა უფრო სწორად, მაგრამ თუ ამაზე არ მოდის „ქართული ოცნება“ და მაინცდამაინც უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმის ფორმულა დააფიქსიროს შეთანხმებაში - ადგილობრივი არჩევნების შედეგით განისაზღვროს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ვფიქრობ, ესეც კომპრომისული ვარიანტია. ოპოზიციასაც აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს საკუთარი ერთიანი ფრონტით.

ყველაზე ცუდი ამ შემთხვევში, რაც შეიძლება მოხდეს იქნება ის, რომ ნაწილმა მოაწეროს ხელი ოპოზიციიდან ამ დოკუმენტს და ოპოზიციის ერთიანობა დაირღვეს. ეს იქნება საკმაოდ დამაზიანებელი პოლიტიკური პროცესისთვის. მიმაჩნია, რომ ოპოზიციასაც მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავადაც“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, სამადაშვილს მიაჩნია, რომ შეთანხმება აქაც მიღწეულია.

„მიმაჩნია, რომ ორი პოლიტპატიმრის თემაზე ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მათ გათავისუფლებას უზრუნველყოფს. თუმცა, ამავე დროს ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც მათ შორის დაფიქსირდა საზოგადოებრივი მოძრაობებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ უშუალოდ ამნისტიის კანონზე მუშაობის პროცესში ჩვენ აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ძალის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით ვინც არის 20 ივნისის საქმეში ბრალდებული, მათ არ შეეხოთ ეს ამნისტია ანუ ამნისტიის შესახებ კანონი არ ვრცელდებოდეს იმ ხალხზე, ვისაც უშუალოდ აქვს ჩადენილი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინაღმდეგ, ძალის გადამეტებით გამოყენებაზე ვსაუბრობ. ამნისტიის კანონში ეს მკაფიოდ უნდა გაიწეროს. აქედან გამომდინარე, ამნისტიის მექანიზმს პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ვემხრობი, მაგრამ ამავე დროს, ამნისტიის კანონის გამოყენება არ უნდა მოხდეს ბოროტად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე: თუ საჭირო გახდება საკითხის გადასაწყვეტად პარტიის წევრების გადაწყვეტილების დაფიქსირება, დაუჭერს თუ არა მხარს თავად სამადაშვილი დოკუმენტზე ხელმოწერას? - პოლიტიკოსმა უპასუხა: „უნდა დაველოდოთ იმ პროცესის დასრულებას, რაც ახლა პარტიებში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჯერ პარტიული პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ ვიმსჯელოთ საბოლოოდ რა სურათს მივიღებთ“.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი