კარლ ჰარცელი - შეთანხმების ხელმოწერით პროცესი კი არ სრულდება, არამედ ახალი თავი იწყება იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება

დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით, რომელსაც „გზა საქართველოსთვის“ ჰქვია, ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება, - ამის შესახებ ევროკაშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმების დოკუმენტს აწერს ხელს.

ჰარცელის თქმით, დღევანდელი დღე მისთვის ძალიან ემოციურია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა. მე შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ძალიან ემოციებით სავსე დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ 4 თვის განმავლობაში ფასილიტაციის პროცესში ვიყავით ჩართული და შემდეგ კიდევ რამდენიმე თვე მედიაციის პროცესში, რომელიც ბატონი შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მისი პერსონალური წარმომადგენლის, ბატონი დანიელსონის ჩართულობით.

დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით, რომელსაც „გზა საქართველოსთვის“ ჰქვია, ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩმა, რომელიც ამ საკითხში ჩართული ვიყავი, ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. აქ მხოლოდ ისინი კი არ არიან, რომლებიც ამ შეთანხმებას ხელს აწერენ, არამედ, საქართველოს მოსახლეობაც, საქართველოს მოქალაქეებიც. დიდი მადლობა ყველას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა და ასევე იმისთვის, რომ დღეს ამ შეთანხმებას ხელი ეწერება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს