ხათუნა სამნიძე 5 კომიტეტის თავმჯდომარეობაზე - არავითარი დათქმები და არითმეტიკა ამ შეთანხმების დროს არ ყოფილა, როგორც წერია დოკუმენტში, ისე უნდა მოხდეს

5 კომიტეტი იმიტომ არის მითითებული, რომ ეს არის შესაძლებლობა, როგორ ხედავენ ჩვენი მედიატორები, ითანამშრომლოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ნდობა აღდგეს და შეწყდეს მტრობა, რაც დღეს შეუძლებელია, - ამის შესაბ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ირაკლი ქადაგიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

სამნიძის შეფასებით, ირაკლი ქადაგიშვილი არ იცნობს მოლაპარაკების დეტალებს და მისი მხრიდან არაკომპეტენტური განცხადება გაკეთდა. მისივე თქმით, დოკუმენტში არანაირ დათქმებზე საუბარი არ ყოფილა. როგორც სამნიძემ განაცხადა, აქ საუბარი არა თავმჯდომარეობაზე, არამედ პასუხისმგებლობის განაწილებასა და თანამშრომლობის დაწყებაზე.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ირაკლი ქადაგიშვილი არ იცნობს მოლაპარაკებების დეტალებს, რაზე იყო საუბარი და მას ვურჩევ, ჰკითხოს შალვა პაპუაშვილსა და არჩილ თალაკვაძეს. არავითარი დათქმები და არითმეტიკა ამ შეთანხმების დროს არ ყოფილა, როგორც წერია შეთანხმებაში, ისე უნდა მოხდეს. ეს არ არის ყველაზე მთავარი ნაწილი ამ შეთანხმების, გაცილებით მნიშვნელოვანი ნაწილებია, მაგრამ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ არის თავმჯდომარეობაზე ლაპარაკი, ეს არის ძალაუფლების ანუ პასუხისმგებლობის განაწილება, რაც არის პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ თანამშრომლობა შევძლოთ და არა ასე, არითმეტიკით პასუხების გაცემა იმაზე, რაზეც ხელია უკვე მოწერილი. კეთილი ინებოს, ჰკითხოს მომლაპარაკებლებს და გაერკვეს! არავითარი დათქმები, ვინ შევა და ვინ არა, ამ ხელშეკრულებას არ აქვს. 5 კომიტეტი იმიტომ არის მითითებული, რომ ეს არის შესაძლებლობა, როგორ ხედავენ ჩვენი მედიატორები, ითანამშრომლოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ნდობა აღდგეს და შეწყდეს მტროლბა, რაც დღეს შეუძლებელია, ეს არის საფუძველი ამ პუნქტის შეთანხმებაში,“- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთვის ყველა ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლაა საჭირო.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა 60 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეა გათვალისწინებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა