დავით ზილფიმიანმა შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზილფიმიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„ყოველთვის სრულად ვეთანხმებოდი ჩვენი მეგობრების, ევროპელი და ამერიკელი ფასილიტატორების მოწადინებას, ამიტომ ჩემი აქ მოსვლა განპირობებული პირადად ჩემი სურვილით. ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუმცა გეტყვით იმასაც, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის სასესიო კვირა, ამ წუთში მზადყოფნა გამოთქვა ბატონმა მიქაძემაც, ის ხელმოსაწერად ხვალ მოვა. დანარჩენებიც შევხვდებით და გავივლით ამ თემას“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის ღიაა, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ზილფიმიანმა შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზილფიმიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„ყოველთვის სრულად ვეთანხმებოდი ჩვენი მეგობრების, ევროპელი და ამერიკელი ფასილიტატორების მოწადინებას, ამიტომ ჩემი აქ მოსვლა განპირობებული პირადად ჩემი სურვილით. ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუმცა გეტყვით იმასაც, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის სასესიო კვირა, ამ წუთში მზადყოფნა გამოთქვა ბატონმა მიქაძემაც, ის ხელმოსაწერად ხვალ მოვა. დანარჩენებიც შევხვდებით და გავივლით ამ თემას“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის ღიაა, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია