საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ რაც წერია შეთანხმებაში იმის შესრულება, იმპლემენტაცია მოხდეს, რათა რეალურად ნდობა აღდგეს მხარეებს შორის, - ამის შესახებ შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე არაფერი ახალი არ თქმულა.
"ჩვენგან იყო თხოვნა, რომ არ დაგვივიწყონ, დრო და დრო მოგვაქციონ ყურადღება, რომ საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულების რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. რაც შეთანხმებაში წერია, ყველაფერზე ვისაუბრეთ. ახალი არაფერი ყოფილა. რაც წერია შეთანხმებაში, ის რომ შესასრულებელია, ამაზე იყო საუბარი", - განაცხადა ელისაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"