შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონის ინიცირება სამშაბათს მოხდება

უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონის ინიცირება სამშაბათს მოხდება. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა.

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მოხდება შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება.

„იყო სხვადასხვა კითხვა, რომ შემოვა თუ არა ოპოზიცია, ჯერ უნდა გამოვიდეს ნიკა მელია, თუ არა, დღეს აქ აშკარად და ცალსახად ითქვა, რომ მოხდება ამნისტიის კანონის ერთობლივად ინიცირება, ისინი მოვლენ პარლამენტში იქნება ერთობლივი ინიციატივა და ერთობლივად მიღებული ამნისტიის კანონი. შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვთ და ამ შეთანხმების მიხედვით ყველა იწყებს პარლამენტში მუშაობას. სამი მოსმენა სჭირდება, პროცედურა, რასაც ითვალისწინებს იმის მიხედვით იქნება, სამ მოსმენას რამდენი დროც უნდა. მთავარია, რომ ინიცირება მოხდება უკვე სამშაბათს, შესაბამისად, არანაირი წინაღობა არ არსებობს, რომ ეს კანონი იყოს მიღებული, მითუმეტეს, რომ არსებობს საერთო თანხმობა, რომ ეს ერთობლივად იქნება მიღებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა, ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ.

პაპუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც სამშაბათს ამნისტიის კანონის ინიცირება მოხდება, საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს