აკაკი ბობოხიძის განცხადებით, გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას შერჩევითი მიდგომები აქვს

„ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას შერჩევითი მიდგომები აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შერჩევითი დამოკიდებულების მიზეზი ბერა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გოგი წულაიას განცხადებაა.

„გოგი წულაიას ფაქტთან დაკავშირებით განცხადება სხვა აქცენტებით გავრცელდა. ფაქტია, რომ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გაჟღერდა საკმაოდ სერიოზული ბრალი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის, ბერა ივანიშვილის და საქართველოს მოქმედი პრემიერის მონაწილეობით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას და პროკურატურას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილი მძიმე ფაქტების გამოკვლევის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით იმ საკითხს, რაშიც გოგი წულაიას ბრალი აქვს წაყენებული, არ ვაპირებთ, ავტომატურად ეჭვის ქვეშ დავაყენოთ წაყენებული ბრალი. ფაქტი ერთია, რომ ანალოგიურ შემთხვევებში, როცა საქმე ეხებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების სხვა ზომები, ანუ ადგილი აქვს შერჩევით დამოკიდებლებას.

გულწრფელად მიგვაჩნია, რომ ამ შერჩევითი დამოკიდებულების მიზეზი არის გოგი წულაიას განაცხადი ბერა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დამოკიდებულებაში. ამით ხაზი ესმება მოცემული ამბის შერჩევით სამართლიანობის წესით მიდგომას, რაც ბუნებრივია, მიუღებელია, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ბრალის შინაარსი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისი თქმით, შერჩევითი სამართალით მიუდგნენ გოგი წულაიას, რომელმაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავისი პროტესტი გამოთქვა.

„ბრალდება სამართლიანია თუ არა, ეს ბრალდების გასარკვევია და ჩვენ ამ შინაარსში არ შევდივართ, რადგან აღნიშნული არის ის თემა, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ძალიან სერიოზულად ეკიდება“,-განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას შერჩევითი მიდგომები აქვს

„ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას შერჩევითი მიდგომები აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შერჩევითი დამოკიდებულების მიზეზი ბერა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გოგი წულაიას განცხადებაა.

„გოგი წულაიას ფაქტთან დაკავშირებით განცხადება სხვა აქცენტებით გავრცელდა. ფაქტია, რომ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გაჟღერდა საკმაოდ სერიოზული ბრალი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის, ბერა ივანიშვილის და საქართველოს მოქმედი პრემიერის მონაწილეობით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას და პროკურატურას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილი მძიმე ფაქტების გამოკვლევის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით იმ საკითხს, რაშიც გოგი წულაიას ბრალი აქვს წაყენებული, არ ვაპირებთ, ავტომატურად ეჭვის ქვეშ დავაყენოთ წაყენებული ბრალი. ფაქტი ერთია, რომ ანალოგიურ შემთხვევებში, როცა საქმე ეხებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების სხვა ზომები, ანუ ადგილი აქვს შერჩევით დამოკიდებლებას.

გულწრფელად მიგვაჩნია, რომ ამ შერჩევითი დამოკიდებულების მიზეზი არის გოგი წულაიას განაცხადი ბერა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დამოკიდებულებაში. ამით ხაზი ესმება მოცემული ამბის შერჩევით სამართლიანობის წესით მიდგომას, რაც ბუნებრივია, მიუღებელია, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ბრალის შინაარსი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისი თქმით, შერჩევითი სამართალით მიუდგნენ გოგი წულაიას, რომელმაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავისი პროტესტი გამოთქვა.

„ბრალდება სამართლიანია თუ არა, ეს ბრალდების გასარკვევია და ჩვენ ამ შინაარსში არ შევდივართ, რადგან აღნიშნული არის ის თემა, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ძალიან სერიოზულად ეკიდება“,-განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია