ამირან გამყრელიძე რუსთავში იმყოფება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავში იმყოფება.

ამირან გამყრელიძე COVID-19-ის მიმდინარე ეპიდსიტუაციისა და ვაქცინაციის საკითხებზე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორთან, მერებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას მართავს.

დღესვე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოსა და კლინიკა „რუსთავში“ არსებულ ვითარებას გაეცნობა.

მოგვიანებით ამირან გამყრელიძე რუსთავში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და პრესკონფერენციას გამართავს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა