დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართული ღვინის ონლაინ წარდგენას ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული პირები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოების ნიმუშები წინასწარ გაეგზავნათ.

„სარა ებოტის შეფასებით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა; მონაწილეებმა საუკეთესო შეფასებები გამოხატეს, ხოლო რამდენიმე უკვე დაინტერესდა ქართული ღვინის შეძენით.

ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, დიდ ბრიტანეთში, 2021 წლის მარკეტინგული ღონისძიებები, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ძირითადად, დისტანციურ ფორმატებში გაგრძელდება. ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია "Swril Wine Group" განახორციელებს, რომელსაც ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს. ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება. ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა ონლაინ მედიაპლატფორმაზე გაგრძელდება.

ღვინის ინდუსტრიასთან შეთანხმებით, 2014 წლიდან, დიდი ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა - 2020 წელს დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 500 ათასამდე ბოთლი ღვინო, ზრდამ 154% შეადგინა. ექსპორტი მზარდია 2021 წელსაც.

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია, ასევე, აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო