შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პოზიციის მიუხედავად, ამნისტიის აქტი მაინც განხორციელდება, რადგან შეთანხმების ხელმომწერ ძალებს ამის ვალდებულება აქვთ

შეთანხმების ხელმომწერებს გვაქვს ვალდებულება, ერთად დავაინიციროთ და მივიღოთ ამნისტია, ეს ვალდებულებები რჩება იმის მიუხედავად, მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდება თუ არა, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი კითხვას, მელიასთვის დაკისრებული გირაოს თანხის ევროკავშირის მიერ გადახდის შემთხვევაში, მიიღებენ თუ არა მაინც ამნისტიის კანონს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნიკა მელია მიიღებს თუ არა ევროკავშირის გირაოს ან აღიარებს თუ არა ამნისტიას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეთანხმების შესრულების ვალდებულება დოკუმენტის ხელმომწერებს აქვთ აღებული, რომლის მონაწილე არც ნიკა მელია და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის.

ნიკა მელიას გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს არანაირი როლი ამ შეთანხმებაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია ამ შეთანხმების ნაწილი არ არის, ისინი არ არიან მისი ხელმომწერები და შესაბამისად, მისი შესრულების ვალდებულება აქვს იმ მხარეებს, ვინც ხელს აწერს. ნიკა მელია რას გადაწყვეტს, როდის გადაწყვეტს, მიიღებს გირაოს, აღიარებს თუ არა ამნისტიას, ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი ამ შეთანხმების მონაწილენი არ არიან. რაც შეეხება შეთანხმების მონაწილეებს, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, მათ შორის, ევროკავშირს, რომ გირაო უზრუნველყოს და ჩვენ ხელმომწერებს გვაქვს ვალდებულება, რომ ერთად დავაინიციროთ ამნისტია და მივიღოთ ერთად, ეს ვალდებულებები რჩება იმის მიუხედავად მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდება თუ არა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, გირაოს შეთავაზება არის გზა იმისთვის, რომ მელიამ სწრაფად დატოვოს საპატიმრო, თუმცა, ამით არ იხსნება მეორე საკითხი, კერძოდ, მის მიმართ 20 ივნისთან დაკავშირებით აღძრული ძირითადი სისხლის სამართლის საქმე, „რისთვისაც არის ამნისტია“. ამის გარდა, პაპუაშვილის თქმით, 20 ივნისის საქმეზე, მელიას გარდა არიან სხვა ბრალდებულებიც, სწორედ ამიტომ არის საჭირო ამნისტიის აქტის მიღება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა